საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ქალები და გოგოები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე აცხადებს რეგისტრაციას საუბრის სერიაზე - "ქალები და გოგოები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში", რომელიც 2018 წლის 26-30 ნოემბერს ჩატარდება. რეგისტრაციაში მონაწილეობა შეუძლიათ გოგონებს, რომლებიც არიან უფროსკლასელები ან უნივერსიტეტის სტუდენტები.

საუბრის სერია მოიცავს სკაიპ-კონფერენციებს საგარეო პოლიტიკის, პოლიტიკისა და ქალთა საკითხების სფეროში მსოფლიოში ცნობილ პროფესორებთან და მკვლევრებთან აშშ-დან და სხვადასხვა ქვეყნიდან. სკაიპ-კონფერენციებში ჩართულნი არიან ბარდის კოლეჯის (აშშ), ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის (აშშ), იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), ფრანკლინ დელანო რუზველტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის (აშშ), ნიუ იორკის შტატის უნივერსიტეტის (აშშ), გამბიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (გამბია), ტაჯიკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ტაჯიკეთი) წარმომადგენლები.

აღნიშნული სერია ხორციელდება პროექტის - „აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მოდელირების სემინარები გოგოებისთვის“ ("U.S. Foreign Policy and Model Diplomacy Seminars for Girls / #WGinFPD") - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების/ალუმნი პროგრამის (Democracy Outreach/Alumni Program) ფარგლებში.

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 19 ნოემბერს, 2018, 17:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს ან ეწვიეთ პროექტის ფეისბუქ გვერდს.
თარიღი: 16/11/2018